მთავარიაზიაღაზაღაზის სამხრეთით ისრაელის თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ

ღაზის სამხრეთით ისრაელის თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ

სამხრეთ ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალებსა  და ,,ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება.

ათასობით პალესტინელი გაიქცა ხან-იუნისის დასავლეთით. ქალაქში უკვე ისრაელელი სამხედროების ტანკებიც გამოჩნდნენ.

ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში მყოფ პალესტინელებზე თავდასხმას  20 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა როგორც ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან ათობით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულებს ადგილობრივ საავადმყოფოებში მკურნალობენ.

ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ ხან-იუნისში სამხედრო ოპერაციის ამსახველ კადრებს ასაჯაროებენ. 24 იანვარს ისრაელის ძალებმა ადგილობრივებს მოუწოდეს, დაეტოვებინათ ხან-იუნისის ცენტრი, შემდეგ კი ქალაქი ალყაში მოაქციეს.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო თუ მიიღებს გადაწყვეტილებას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, „ჰამასი“ დაეთანხმება მას, – ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა, ოსამა ჰამდანმა, ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ჰამდანის თქმით, „ჰამასი“ დააბრუნებს ღაზაში მყოფ  ისრაელელ მძევლებს, თუ ისრაელი გაათავისუფლებს ყველა პალესტინელ პატიმარს.

პარალელურად, თელავივში ,,ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ნათესავები  და ახლობლები საპროტესტო აქციებს მართავენ.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ისრაელი აცხადებს, რომ იქამდე არ გაჩერდება, სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება და ყველა მძევალი არ გათავისუფლდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend