ისტორიაში პირველად აშშ-ის ახლო მოკავშირე სახელმწიფოს ლიდერთა ჯგუფზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს. პროკურორი კარიმ ხანი ორდერებს ითხოვს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის, “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეჰისა და “ჰამასის” კუთვნილი “ალ-ქასამის” მეთაურის მოჰამედ დეიფის დასაკავებლად.
პროკურორმა კარიმ ხანმა თქვა, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ორივე მხარეს ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე. მისი თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების ორდერები უნდა გასცეს ბრალდებების გამო, რომლებიც მოიცავს „განადგურებას, შიმშილის გამოწვევას, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უარყოფას, კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას“.
ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ რამდენიმე თვის წინ გასცა ორდერი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, დასაპატიმრებლად.