მთავარისაქართველოცვლილებები საარჩევნო კოდექსში

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

მმართველი პარტიის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შედის კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილების მიღების წესს ეხება. თუკი ამ დრომდე ცესკოში გადაწყვეტილებები სრული შემადგენლობის ორი მესამედით მიიღებოდა, „ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, კომისიები გადაწყვეტილებებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებენ, ანუ თუკი აქამდე გადაწყვეტილების მისაღებად 17-იდან 12 წევრის თანხმობა იყო საჭირო, ცვლილებათა პროექტის მიხედვით, 9 წევრის ხმაც საკმარისი იქნება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს არის ე. წ. ანტიჩიხური მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებას და თავიდან აიცილებს მისი საქმიანობის შეფერხებას.

ახალი ინიციატივის მიხედვით, უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფიც, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნებოდა და ის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტებისგან შედგებოდა. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ეს ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებდა და სწორედ ამით ხსნიან მისი გაუქმების ინიციატივას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend