მთავარიამერიკამექსიკამექსიკაში აქტივისტების მოთხოვნით ჟირაფი ბენიტო პატარა გალიიდან დიდ ნაკრძალში გადაიყვანეს

მექსიკაში აქტივისტების მოთხოვნით ჟირაფი ბენიტო პატარა გალიიდან დიდ ნაკრძალში გადაიყვანეს

ცხოველთა დამცველებისა და აქტივისტების მოთხოვნით ჟირაფი ბენიტო მექსიკის ქალაქ ხუარესის პატარა ზოოპარკიდან ქალაქ პუებლაში სპეციალური კონტეინერით უფრო დიდ ნაკრძალში გადაიყვანეს.

ჟირაფი ბენიტო ადგილობრივმა მოსახლეობამ და აქტივისტებმა გააცილეს.

„გული გვწყდება,  ბენიტო რომ გვტოვებს. მას ძალიან მივეჩვიეთ. თუმცა გვიხარია კიდევაც, რადგან ამ დრომდე ის ტყვეობაში იყო. აქაური ამინდი და საცხოვრებელი პირობები მისთვის შესაფერისი ნამდვილად არ არის“, – ამბობს სიუდადხუარესის მკვიდრი, ფლორ ორტეგა.

ბოლო წელს ბენიტო მარტო და არასახარბიელო პირობებში ცხოვრობდა. ის ქალაქ სიუდადხუარესის ზოოპარკში პატარა გალიაში იყო გამომწყვდეული.

ზაფხულში გავრცელდა სურათები და ვიდეოები, რომლებშიც ჩანდა, როგორ ცდილობდა ბენიტო სიცხის დროს პატარა ჩრდილისთვის შეეფარებინა თავი.

ახლა კი 4 წლის ჟირაფს შეეძლება ნაკრძალში შვიდ სხვა ჟირაფთან ერთად იცხოვროს. თუმცა მანამდე ერთკვირიან კარანტინში მოუწევს ყოფნა, რათა მან ახალ გარემოსა და საკვებთან შეგუება შეძლოს.

„ჩვენი მიზანია, რომ ბენიტო არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქიკურადაც ჯანმრთელი იყოს. ამიტომ სხვა ჟირაფებთან ერთად ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა, სწრაფად შეეგუოს მათ. ის საკმაოდ დიდი ხანი იყო მარტო, ამიტომ ადაპტაციისთვის გარკვეული პერიოდი იქნება საჭირო. თუმცა გვჯერა, რომ სხვა ჟირაფები ბენიტოს აუცილებლად  მიიღებენ”, – ამბობს ნაკრძალის Africam Safari-ის დირექტორი, ფრენკ კარლოს კამაჩო.

აფრიკის ტიპის ნაკრძალში ბენიტოს შესაძლებლობა ექნება, აკაციის ხის ფოთლები ჭამოს, რაც ჟირაფების ერთ-ერთი საყვარელი საკვებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend