მექსიკის მთავრობა აშშ-ში სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს, იმ საიმიგრაციო ოპერაციების ირგვლივ, რომლის ფარგლებშიც მექსიკის არაერთი მოქალაქე დაიღუპა. სარჩელი იმ 14 შემთხვევას შეეხება, როდესაც აშშ-ში მცხოვრები მექსიკელები პატიმრობაში გარდაიცვალნენ, სადაც აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციების შემდეგ აღმოჩნდნენ.
დამატებით 3 პირი საიმიგრაციო სამსახურის აგენტების მიერ ჩატარებული დაკავებების სერიას ემსხვერპლნენ. თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაციას დიდი ხანია აკრიტიკებენ იმ უხეში მეთოდების გამო,რომლითაც ხშირ შემტხვევაში საიმიგრაცო სამსახური არალეგალ მიგრანტებს ებყრობა. მექსიკა ქმედებაზე გადავიდა.
„ჩვენ არ გვაქვს უფლება თვალები დავიბრმავოთ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ოპერაციების დროს დაღუპული მექსიკის მოქალაქეების სიკვდილზე, ან იმ ადამიანების გარდაცვალებაზე, რომლებიც დაკავების ცენტრებში იმყოფებოდნენ, სწორედ ამ სააგენტოს დაკვეთით . სწორედ ამიტომ ვიღებთ შესაბამის ზომებს. მექსიკის მთავრობა ვალდებულია, საკონსულო დახმარება გაუწიოს ყველა მექსიკის მოქალაქეს, ვინც ამას მოითხოვს, განსაკუთრებით კი იმ მექსიკელებს, რომელთა ერთადერთი „დანაშაული“ იმასი მდგომარეობს, რომ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში პატიოსნად შრომობენ“- აღნიშნა მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა.
მექსიკის ხელისუფლება აშშ-ის შესაბამისი სამსახურების მხრიდან დარღვევებით ჩატარებული ოპერაციებსა და საკუათარი მოქალაქეების გარდაცვალების მიუღებლობას აქამდეც შეხებია, თუმცა ახალი ნაბიჯი უკვე სხვა რეგისტრში გადასვლის ტოლფასია. მექსიკის პირველი დიპლომატი აღნიშნავს, რომ სამართლებრივ დავას ბიძგი აშშ-თან საკითხის დიპლომატიური არხებით მოგვარების უშედეგო მცდელობებს მოჰყვა.
**„ჩვენი მიზანია გენერალურმა პროკურორებმა დაიწყონ გამოძიებები. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ საკითხმა დიპლომატიური სიბრტყიდან პროკურატურის დონმდე გადაინაცვლოს, რათა გამოძიების ჩატარება მოითხოვონ არა მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან ან შინაგან საქმეთა დეპარტამენტისგან, არამედ უშუალოდ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემისგან“-**თქვა მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტო ვალესკომ.
სამშაბათს აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის აგენტმა 52 წლის მექსიკის მოქალაქე, ლორენცო სალგადო არაუხო ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, რომელიც აშშ-ში უკვე 3 ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა, არალეგალურად. საიმიგრაციო სამსახურში ამბობენ, რომ სროლა თავდაცვის მიზნით განხორციელდა, რისიც არ სჯერათ აშშ-ის ლათინოამერიკული საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას მავნებლობად მიიჩნევენ.
„სამართლიანობა არ არსებობს. თუ ისინი მაჩვენებენ, რომ ამ არაუხომ ნამდვილად სცადა პოლიციელს მანქანით დაჯახებოდა, მაშინ ვიტყვი, რომ ვცდებოდი. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ყველა მარტო დავრჩით. ასე გრძნობს თავს ბევრი ადამიანი. ჩვენ ასე არ უნდა გვექცეოდნენ. მაშინაც კი, თუ პირი „არალეგალია“, ის პირველ რიგში ადამიანია. ჩვენ ადამიანებივით უნდა მოგვექცნენ. გვაქვს უფლებები! როგორც ლათინოამერიკელი, თავს მოტყუებულად ვგრძნობ, რადგან მე ყოველ არცევნებზე დავდივარ. ყოველ ჯერზე, როცა არჩევნებია, მივდივარ და ვაძლევ ხმას. მე ამერიკის მოქალაქე ვარ. და ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანი თანასწორი უნდა იყოს. თუ მე რამე არასწორს გავაკეთებ, პასუხი უნდა ვაგო ამისთვის. მაგრამ თუ მე არაფერს ვაშავებ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ იფიქრა, თითქოს რაღაც რაასწორს ვაკეთებ - არ აქვთ უფლება, მომკლან“-აღნიშნა მექსიკელმა ემიგრანტმა,ჰერიბერტო ბელტრანიმ.
ფატალური სროლის შემდეგ მომხდარზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნები არ წყდება, მათ შორის უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან.იმის დასადგენად, გააამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას და იყო თუ არა პროპორციული მათი პასუხი. ვიდრე ლათინურ კვარტალში მოსახლეობა მომხდარს ნადიობას უწოდებს,აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურები აღნიშნავენ, რომ ის პოლიციის მოწოდებებს არ დამორჩილა და ავტომობილის გადაადგილებით ოფიცრების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
