მთავარიევროპაუკრაინათეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე უკვე იყენებს ჩრდილოეთკორეულ ბალისტიკურ რაკეტებს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე უკვე იყენებს ჩრდილოეთკორეულ ბალისტიკურ რაკეტებს

რუსეთი თავს დაესხა ქალაქ კროპივნიცკის, რომელიც  უკრაინის ცენტრალურ კიროვოჰრადის რეგიონში მდებარეობს. დაიღუპა ერთი ადამიანი, რვა კი დაიჭრა.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მოსკოვი ბრძოლაში უკვე იყენებს ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებულ ბალისტიკურ რაკეტებს. ამასთანავე, უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქალაქზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა ერთ-ერთი ენერგოობიექტი, რის გამოც  ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა რამდენიმე სახლსა და რკინიგზას.

კიევში კი ცნობილ უკრაინელ სნაიპერს, როსტისლავ ტეშჩენკოს, გლოვობენ. იგი გასული წლის 28 დეკემბერს დაიღუპა.  ტეშჩენკო 3 წლის განმავლობაში „აზოვის“ პოლკის წევრი იყო. იგი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვალს, დაბრუნდა.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ უკრაინის წინააღმდეგ კონფლიქტში რუსეთი ჩრდილოეთკორეულ ბალისტიკურ რაკეტებს იყენებს. ასევე მიმდინარეობს ირანული წარმოების რაკეტების კვალის ძიებაც.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი – AP

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ახლახან მიაწოდა რუსეთს გამშვები სისტემები და ბალისტიკური რაკეტები. მისი თქმით, 2023 წლის 30 დეკემბერს რუსეთმა ერთი ასეთი რაკეტა მაინც გაუშვა უკრაინის მიმართულებით.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერში მიესალმება რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის შეთანხმებას.

რუსეთმა და უკრაინამ ასობით ტყვე გაცვალა

სპიკერმა სტაფანი ტრემბლეიმ განაცხადა, რომ გუტერეშმა დადებითად შეაფასა როგორც უკრაინისა და რუსეთის ძალისხმევა, ასევე პროცესში მესამე მხარის – არაბთა გაერთიანებული საამიროების მონაწილეობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend