მთავარისაქართველოპრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება უახლოეს დღეებში მიიღებს კანონს

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება უახლოეს დღეებში მიიღებს კანონს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასწრაფო პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ ხელისუფლება უახლოეს დღეებში მიიღებს კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ. მისივე თქმით, ეს საქართველოს საზოგადოების ნების აღსრულებაა.

„სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ””, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერის თქმით, არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, რომელიც საქართველოსთვის გარედან ხელოვნურად არის თავმოხვეული. როგორც მან აღნიშნა, ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალე დაფინანსება.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend