მთავარისაქართველოარასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, უპირობოდ გაიწვიონ კანონპროექტი

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, უპირობოდ გაიწვიონ კანონპროექტი

100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მათ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ უპირობოდ უნდა გაიწვიოს კანონპროექტი. ასევე სამოქალაქო სექტორის ნაწილი განცხადებაში წერს, რომ ეს კანონპროექტი თავისი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული, მიმართულია ქართველი ხალხის დასავლური კურსის წინააღმდეგ და ვერანაირი შესწორება ვერ შეცვლის იმ დამანგრეველ შედეგებს, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედება საზოგადოებას მოუტანს.

“11 მაისის უპრეცედენტოდ მრავალრიცხოვანმა აქციამ ნათლად აჩვენა, რომ ქართველი ხალხი იაზრებს ამ კანონის მზაკვრულ მიზნებს, არ ეგუება ხელისუფლების მცდელობას, დააშინოს მოსახლეობა და ურყევად იცავს ქვეყნის დასავლურ კურსს. შეისმინეთ ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოების ხმა. ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს!”-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend