მთავარისაქართველოთბილისის სამი ადგილიდან დაძრული „ევროპის მარშის“ მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ

თბილისის სამი ადგილიდან დაძრული „ევროპის მარშის“ მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ

„ევროპული მარშის“ მონაწილეები 7 საათზე შეიკრიბნენ მეტროსადგურ „300 არაგველთან”, ასევე რესპუბლიკისა და მარჯანიშვილის მოედნებზე. შემდეგ მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ, სადაც „ევროპული მარშის“ მონაწილეებს ტაშით შეხვდნენ. მოედანზე საქართველოს ჰიმნი გაისმა. შეკრებილებს ხელში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები უჭირავთ და გაშლილი აქვთ ბანერები წარწერებით: „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“; კი ევროპას, არა რუსულ კანონს“; „ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა“.

მსვლელობისას თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, ასევე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე საავტომობილო მოძრაობა იყო გადაკეტილი.

ევროპის მოედანზე სცენაზე სიტყვით გამომსვლელების შემდეგ ქართველი მუსიკოსები გამოდიან და სხვადასხვა კომპოზიციას ასრულებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend