მთავარისაქართველოევროპის დღე 2024

ევროპის დღე 2024

„ვზეიმობთ დღეს, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, ერთიანობასა და მრავალფეროვნებას. ეს სწორედ ის ღირებულებებია, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირს აერთიანებს”, — ეს სიტყვები საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ წარმოთქვა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც დღეს დილით გაიხსნა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს უამრავ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, ეკონომიკურ სიძლიერეს ოჯახებისთვის და ღირსეულ ცხოვრებას ხანდაზმულებისთვის.

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, რომელიც გახსნით ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend