მთავარიკუბი13 მაისიდან პროტესტის ნიშნად რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები აუდიტორიებში არ გამოცხადდებიან

13 მაისიდან პროტესტის ნიშნად რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები აუდიტორიებში არ გამოცხადდებიან

ხვალიდან, 13 მაისიდან, პროტესტის ნიშნად აუდიტორიებში გამოცხადებაზე უარს ამბობენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

გაფიცვის ინიციატორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები.

“ევროინტეგრაციის მნიშვნელობას გვასწავლიდნენ და გვასწავლიან უნივერსიტეტში, რომლის ადმინისტრაციაც დღეს დუმს, არ გამოხატავს საკუთარ პოზიციას და არ უცხადებს თანადგომას იმ სტუდენტებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ქვეყნის ევროპული მომავლისათვის”, – წერენ სტუდენტები.

პროტესტს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და ორშაბათიდან აუდიტორიებში მისვლასა და ლექციებზე დასწრებაზე უარს ამბობენ.

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ისინი აღშფოთებულები არიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით და უნივერსიტეტის რექტორის, კონსტანტინე თოფურიას, მიმართ გავრცელებული დეზინფორმაციით, ასევე პროფესორ გია ჯაფარიძეზე  თავდასხმით, სტუდენტების, ლექტორებისა და თანამშრომლების მიმართ მუქარის სატელეფონო ზარებითა და ჩასაფრებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend