მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საზოგადოება არ დაუშვებს “რუსული კანონის” მიღებას

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საზოგადოება არ დაუშვებს “რუსული კანონის” მიღებას

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს საზოგადოება არ დაუშვებს “ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას”.

“გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, ყველას ძლიერად, მშვიდობიანად, დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს „რუსულ კანონს“. ეს არის და ეს, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერანაირი გათვლა თუ გადათვლა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ის მიმართავს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და მშვიდ ვითარებაში განაგრძონ აზრის გამოხატვა.

“არის რაღაც გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ. ასე რომ, მე მინდა, მოგიწოდოთ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ, რაც არ არის შიში, მაგრამ სიფრთხილე, რომ არავინ გამოგიწვიოთ თქვენ ამ პროვოკაციებში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend