“უნიკალური ქართულო გემო” – ეს არის იმ აგრობაზრის სახელწოდება, რომელსაც ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მართავს.
FAO-ს დამთვალიერებლებისთვის წარმოდგენილი აქვს ინსტალაცია, რომლის მიზანია სურსათის გონივრულად მოხმარების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერება აამაღლოს.
აგრობაზარზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ნიშური და ქართული ენდემური აგროპროდუქტების მწარმოებლები თავიანთ ნაწარმს ფართო საზოგადოებას აცნობენ.