პრაღაში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე, კარლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 30. უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტების ნაწილი შეიარაღებულ თავდამსხმელს ჩაკეტილ აუდიტორიებში ემალებოდა, ხოლო მაშველებმა 200-ამდე სტუდენტის ევაკუაცია შეძლეს.
Currently stuck inside my classroom in Prague. Shooter is dead, but we are waiting to be evacuated. Praying to make it out alive.
Locked the door before the shooter tried to open it. Fucking hell. pic.twitter.com/wYyhOe5U6p
— Jakob Weizman (@jakobweizman) December 21, 2023
ჩეხეთის პოლიცია იუწყება, რომ მათი დანაყოფები უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის შენობაში მუშაობდნენ ვითარების განსამუხტად. მოგვიანებით კი გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, თავდამსხმელის სხეული უნივერსიტეტის შენობაში იპოვეს.
ჩეხეთის პოლიციის თანახმად, თავდამსხმელი იყო ამავე უნივერსიტეტის 24 წლის სტუდენტი, რომელიც პრაღის მახლობლად ცხოვრობდა. მისი მამა კი დღის ადრეულ საათებში გარდაცვლილი იპოვეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე საქმეს საერთაშორისო ტერორიზმის კონტექსტში არ განიხილავს.
ჩეხეთის პოლიციის ცნობით, მათ წინასწარ იცოდნენ შესაძლო თავდასხმის შესახებ, თუმცა უნივერსიტეტის სხვა შენობას პატრულირებდნენ. Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უნივესიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს მიუვიდათ შეტყობინა, რომლის თანახმადაც თავდამსხმელი შენობაში იმყოფებოდა და მოუწოდებდა, რომ ჩაეკეტათ აუდიტორიები და არსად წასულიყვნენ. ჩეხი ჟურნალისტის, ონდრეი სოუკუპის, ცნობით, თავდამსხმელი ყვიროდა, რომ საკუთარი მამა მოკლა და ახლა სხვებსაც დახოცავდა.