კატეგორიები

კუნძულ ლამპედუზაზე 531 მიგრანტი ჩავიდა

კუნძულ ლამპედუზაზე 531 მიგრანტი ჩავიდა
იტალიის სანაპირო დაცვამ 531 ახალი მიგრანტი ლამპედუზაში ჩაიყვანა.
ვარაუდობენ, რომ ისინი 25 – მეტრიანი სათევზაო გემით ლიბიის ქალაქ ზუვარიდან გამოვიდნენ. მათი მოგზაურობის დროს ამინდი გაუარესდა, ამოვარდა ძლიერი ქარი. გადარჩენილებს შორის არის ხუთი ქალი და ექვსი ბავშვი.
როგორც თავად ამბობენ, ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთაში მათ 4000-დან 7000 ევრომდე გადაიხადეს. ისინი დინებამ ნაპირზე გამორიყა.
ნაპოვნია ერთი ადამიანის ცხედარი.

ამავე ამბავზე:

არალეგალურ მიგრაციას “ევროპული პასუხი” სჭირდება – ევროკომისიის პრეზიდენტმა იტალიის კუნძული მოინახულა

 

Related news
კორტინა დ’ამპეცოში ადგილობრივებსა და სტუმრებს ვაშლის დესერტით უმასპინძლდებიან იტალიაში სტიქიური უბედურების შედეგად ხუთი მოლაშქრე დაიღუპა
სხვა ამბები