მთავარისპორტი"ქუთაისის ტორპედოს" სტივ კინი უხელმძღვანელებს

“ქუთაისის ტორპედოს” სტივ კინი უხელმძღვანელებს

ქუთაისის ტორპედოს შოტლანდიელი სპეციალისტი გაწვრთნის. სტივ კინი, 55 წლის სპეციალისტი, პრემიერლიგაში ნამუშევარი პირველი მწვრთნელია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში იმუშავებს და ,,ქუთაისის ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი გახდება.

მას მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. სტივ კინის კარიერა ინგლისურ, შოტლანდიურ და ავსტრალიურ კლუბებში საქმიანობას იტევს. ასევე აქვს სანაკრებო გამოცდილებაც. საფეხბურთო კლუბებში წლების მანძილზე, მენეჯმენტის კუთხით სხვა და სხვა წამყვან პოზიციაზეც უმუშავია. მას ისეთი სპეციალისტები აფასებენ დადებითად, როგორებიც როი ჰოჯსონი, სერ ალექს ფერგიუსონი და ჟოზე მოურინიოა.

პრესკონფერენცია ,,ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ გაიმართა, სადაც სამომავლო გეგმებსა და კლუბთან დაკავშირებულ იდეებზე ისაუბრეს კლუბის წარმომადგენლებმა და ახალმა მთავარმა მწვრთნელმა.

ქუთაისის ტორპედო 14 ტურის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-6 ადგილს იკავებს 20 ქულით და პირველადგილოსან დინამო ბათუმს 11 ქულით ჩამორჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend