კატეგორიები

სუდანში ზავის მიუხედავად დაპირისპირიება გრძელდება

სუდანში ზავის მიუხედავად დაპირისპირიება გრძელდება
სუდანში დაპირისპირებული მხარეების ზავის მიუხედავად, კონფლიქტი კვლავ გრძელდება. დედაქალაქ ხარტუმთან მდებარე ქალაქი ომდურმანი დაიბომბა, დაიღუპა ერთი ადამიანი. ქვეყანა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა.
მოსახლეობას უჭირს შეიძინოს პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები. რიგებია ბენზინგასამართ სადგურებზეც.
რაც შეეხება ევაკუაციის პროცესს: სხვადასხვა ქვეყანამ უკვე გაიყვანა საკუთარი მოქალაქეები სუდანიდან. საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც სუდანში იმყოფებოდნენ, სამშობლოში დღეს ბრუნდებიან.
Related news
გაერო სამხრეთ სუდანში სავარაუდო „გენოციდის ნიშნებზე“ საუბრობს სამოქალაქო ომი სუდანში – დევნილთა რიცხვი 12 მილიონს აჭარბებს
სხვა ამბები