მთავარიმსოფლიოთურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20,000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20,000-ს გადააჭარბა

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში 20,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თუმცა რეგიონში მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. თურქეთში, ჰათაის პროვინციაში, პატარა ბიჭი მაშველებმა 88 საათის შემდეგ ამოიყვანეს ნანგრევებიდან. ცოტა ხანში მისი მამაც გადაარჩინეს.

ხუთშაბათს საღამოს ქალაქ ანთაქიაში მაშვეელებმა კიდევ სამი ადამიანის ამოყვანა მოახერხეს. ისინი ნანგრევებში 90 საათის განმავლობაში იყვნენ. დამანგრეველი მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა, როდესაც მოსახლეობას ჯერ კიდევ ეძინა. ყველაზე მეტად ქალაქი ანთაქია დაზიანდა.

საზღვრის მეორე მხარეს, სირიაში, სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მოსახლეობას ჯერ კიდევ აქვს ახლობლების გადარჩენის იმედი. გაეროს ინფორმაციით, სირიის დასახმარებლად და განადგურებულ რეგიონში შესაბამისი რეაგირების დასაწყებად 23 მილიონ ევროზე მეტია გამოყოფილი. პირველადი დახმარება მეამბოხეების მიერ კონტროლირებად სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში ხუთშაბათს ჩავიდა. ამ დრომდე ათასობით ოჯახი ცივ ღამეებს მანქანებსა და ხელნაკეთ კარვებში ატარებს.

„სულ რაღაც ერთი საათის წინ გაეროს პირველი კოლონა ჩრდილოეთ სირიაში ბაბ ალ-ჰავას გადასასვლელით გადავიდა. მასში შედიოდა ექვსი სატვირთო მანქანა, რომლებსაც თავშესაფრისთვის საჭირო ნივთები და სხვა პირველადი მოხმარების მარაგი გადაჰქონდა. კიდევ უფრო მეტი დახმარება გზაშია, თუმცა გაცილებით მეტია საჭირო,” – განაცხადა გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.

საბერძნეთიდან 80 ტონა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი სამხრეთ თურქეთის რეგიონში – ადანაში ჩაფრინდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი ორივე ქვეყანაში აგზავნის პირველადი დახმარების პაკეტებსა და სამედიცინო აღჭურვილობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend