მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაჩეხეთის ახალი პრეზიდენტი პეტრ პაველი გახდება

ჩეხეთის ახალი პრეზიდენტი პეტრ პაველი გახდება

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველი მივიდა. როგორც ირკვევა, ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.

არჩევნებში გაიმარჯვა ყოფილმა გენერალმა პეტრ პაველმა, რომელმაც თითქმის 1 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მისმა ოპონენტმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა. ყველაზე დიდი სხვაობა იყო პრაღაში, სადაც პეტრ პაველმა ხმათა 76 პროცენტი მოიპოვა.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ პეტრ პაველი ძლიერი კანდიდატი იყო. შესაბამისად,  მას შეუძლია, ღირსეულად წარმოაჩინოს ჩეხი ხალხი.  ბაბიშმა ძირითადად სასაზღვრო რაიონებში გაიმარჯვა, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და ჩრდილო-დასავლეთის ნაწილებში. შედეგებით ჩანს, რომ ანდრეი ბაბიში პატარა სოფლებსა და დასახლებებში დაწინაურდა.

ანდრეი ბაბიშს დიდი ხნის ურთიერთობა აქვს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან. მათი პოლიტიკური მიდგომებიც, გარკვეულწილად,  მსგავსია.

როგორც ვიქტორ ორბანმა გასულ წელს, ანდრეი ბაბიშმაც თავისი პოლიტიკური ოპონენტები დაადანაშაულა, რომ ისინი ომის მომხრეები არიან. თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. საინტერესოა, რამდენად შეძლებს ანდრეი ბაბიში პოლიტიკაში დაბრუნებას.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend