მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელები ომის პირობებში კიდევ ერთი ზამთრისთვის ემზადებიან

უკრაინელები ომის პირობებში კიდევ ერთი ზამთრისთვის ემზადებიან

მათი ნაწილი მზის პანელებს ყიდულობს, სხვები კი, ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, ცდილობს მოიმარაგოს, რაც შეიძლება მეტი შეშა, მზის ელემენტები, ფარნები, სანთლები....

უკრაინელები კიდევ ერთი ზამთრისთვის ემზადებიან ომის პირობებში. მათი ნაწილი მზის პანელებს ყიდულობს, სხვები კი, ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, ცდილობს მოიმარაგოს, რაც შეიძლება მეტი შეშა, მზის ელემენტები, ფარნები, სანთლები…. ზამთრისთვის ემზადებიან ბავშვებიც… მათაც კარგად ახსოვთ შარშანდელი ცივი და ბნელი ზამთარი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმამ განაპირობა. სწორედ ახლა, ზამთრის წინა პერიოდში, რუსეთმა კვლავ განაახლა უკრაინის ენერგეტიკული სისტემის დაზიანების მცდელობები. თუმცა უკრაინული ენერგოსისტემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შარშან ბევრი რამ ისწავლეს და წელს უფრო ძლიერები იქნებიან. თუმცა ისინი კვლავ დამოკიდებული რჩებიან საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და მათ ეფექტიანობაზე.

დანგრეული სახლის წინ ეზოში დგას 13 წლის უკრაინელი ბიჭი და შეშას ჩეხს. ის დედასთან ერთად ზამთრისთვის ემზადება. სიბნელე და სიცივე – ასე იხსენებენ წინა წლის ზამთარს ამ ოჯახში. წელსაც, რთულ ზამთარს ელოდებიან და მთელი წელია ბნელი და ცივი დღეების შემსუბუქებისთვის ემზადებიან. მეზობლებმა და თანასოფლელებმა, მათ, ვისაც ამის საშუალება ჰქონდა, მზის პანელები შეიძინეს. ტატიანა იარემამ ეს ვერ შეძლო და მთელი წლის განმავლობაში სანთლებს, ბატარეებსა თუ ფარნებს ყიდულობდა, ასევე სხვა ისეთ ნივთებს, რაც  შეღავათიან ფასად გაანათებს და გაათბობს ამ კონტეინერს, რომელშიც დედა-შვილი მას შემდეგ ცხოვრობს, რაც სახლი ომის გამო დაენგრათ.

”წინა წლის ზამთარი იყო ბნელი. ეს იყო ბნელი დღეები. არაფერი მინდოდა. ვფიქრობდი ნივთების ჩალაგებასა და საზღვარგარეთ წასვლაზე. შემდეგ ჩემმა შვილმა მთხოვა, არ წავსულიყავით და სწორედ მისი დაჟინებული თხოვნის გამო ვართ ახლაც აქ…სახლში“, – ამბობს ტატიანა იარემა.

ამ ოჯახის მსგავსად მილიონობით სხვა უკრაინელისთვისაც ზამთარი განსაკუთრებით რთული პერიოდია. გასული ზამთარი უკრაინის ენერგეტიკული სისტემის ისტორიაში ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. შარშან რუსეთმა 1200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინის ელექტროსადგურების მიმართულებით.

ამ დარტყმებმა უკრაინის ელექტროენერგიის თითქმის ნახევარზე მოახდინა გავლენა. ადამიანები იძულებულნი იყვნენ საათობით გაეძლოთ ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე, წლის ყველაზე ცივ თვეებში. მილიონობით ადამიანს მოუწია ესწავლა ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე.

„დაახლოებით ერთი წლის წინ რუსეთმა ენერგეტიკული ტერორი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ყველას ამ ტერორში გვიწევდა ცხოვრება. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე ბევრი ვისწავლეთ. უკანასკნელი შვიდი თვე გავატარეთ მომავალი ზამთრისთვის მოსამზადებლად და ვფიქრობ, ახლა საკმაოდ ძლიერები ვართ. თუმცა, რა თქმა უნდა, კვლავ დამოკიდებული ვრჩებით საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტიანობაზე“, – მაქსიმ ტიმჩენკო, ენერგეტიკული კომპანია DTEK-ის აღმასრულებელი დირექტორი.

რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ისევ აზიანებს. ოკუპანტმა ენერგეტიკულ სისტემას შემოდგომის სეზონზე პირველად 21 სექტემბერს შეუტია. დაზიანდა ობიექტები ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend