მთავარი ევროპა უკრაინა მზადება ზამთრისთვის კრამატორსკში

მზადება ზამთრისთვის კრამატორსკში

უკრაინაში დაბომბილი ქალაქის, კრამატორსკის, მოსახლეობა ცივი ზამთრისთვის ემზადება. დონეცკის რეგიონს, რომელსაც ნაწილობრივ რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ, ბუნებრივი აირის მიწოდება მაისში შეუწყდა. მსგავსი ვითარებაა ლუჰანსკის რეგიონში, სადაც ინფრასტრუქტურა სერიოზულადაა დაზიანებული. ადგილობრივები ახლა შეშით ცდილობენ გათბობას. ისინი ღელავენ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ რთული ზამთარი ელით. ამიტომ უკვე ამზადებენ მიწისქვეშა თავშესაფრებს. მეზობლები გეგმავენ, ერთად ყოფნით გაუმკლავდნენ სიცივეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივლისში დონბასის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა, რათა მოქალაქეები გარიდებოდნენ როგორც საბრძოლო მოქმედებებს, ისე რეგიონში ჩვეულ ცივ ზამთარს.

ქალაქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობისთვის უკვე შეიძინა შეშის ღუმელები.

ადგილობრივი საავადმყოფოს დირექტორი ვალენტინა გლუშენკო შიშობს,  რომ ვერ გაათბობს საავადმყოფოს შესაბამისად, რადგან  მარაგიც იწურება. მისი თქმით, ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია, სიცივეს გაუძლოს, ავადმყოფისთვის კი შესაბამისი პირობები და ტემპერატურა უნდა იყოს. მათ სითბო სჭირდებათ მკურნალობის, ოპერაციებისა და უბრალო შემოწმებების დროსაც კი.

მიუხედავად სირთულეებისა, ადგილობრივები მაინც მედგრად არიან.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend