მთავარიმსოფლიოNATOცივი ომის შემდეგ ნატო ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს

ცივი ომის შემდეგ ნატო ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნების შესახებ განაცხადა. „მტკიცე მცველი 2024“ მომავალ კვირას დაიწყება და მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

უპრეცედენტო მანევრებში ალიანსის 31 წევრი ქვეყნისა და შვედეთის 90 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წვრთნებში წარმოდგენილი იქნებიან როგორც საჰაერო ძალები, ისე სამხედრო ხომალდები და ბევრი სხვა სამხედრო ტექნიკა.

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალი რობ ბაუერი ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით დიდი განსხვავება ისაა, რომ შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის ორგანიზაციებში ბევრი რამ მოხდა. საზოგადოებამაც გაიაზრა,  რომ მხოლოდ სამხედროებს არ უნდა შეეძლოთ ომისა და კონფლიქტის დროს მოქმედება. მოსწონს თუ არა საზოგადოებას, მას მაინც მოუწევს ამ პროცესში ჩართვა.

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალი რობ ბაუერი – AP

ადმირალი არ  ამბობს, რომ ხვალ აუცილებლად რამე ცუდი მოხდება, მაგრამ უნდა გაითავისონ, რომ მშვიდობა არ არის გარანტირებული და სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედონ და ჰქონდეთ თავიანთი გეგმა.

„მტკიცე მცველი 2024-ის“ სცენარით წარმოდგენილია იმიტირებული კონფლიქტი ახლოს მყოფ, თანაბარი ძალის მოწინააღმდეგესთან.

სამხედრო სწავლება მიზნად ისახავს, შეაჩეროს რუსეთი წევრ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში. მართალია, კრემლი ამტკიცებს, რომ მსგავსი გეგმა არ აქვს, თუმცა იმავეს აცხადებდა უკრაინის თაობაზეც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend