მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში რთული და ცივი ზამთრისთვის ემზადებიან

უკრაინაში რთული და ცივი ზამთრისთვის ემზადებიან

უკრაინის სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობა რთული და ცივი ზამთრისთვის ემზადება. რამდენიმე დასახლებული პუნქტი ახლა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობა იძულებულია, შეშა დაზიანებული შენობების ნანგრევებში მოიძიოს. ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურები შეძლებისდაგვარად  ცდილობენ, მოსახლეობას შეშის ღუმელები დაურიგონ.

უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრები მოსახლეობა რთული ზამთრისთვის ემზადება. მოხალისე იურა სოკოროვს ქალაქ ბახმუტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთი ჩააქვს. ეს ექვსი შეშის ღუმელია, რომლებსაც მიწისქვეშა თავშესაფრებში გამოიყენებენ. ქალაქი რუსული ძალების მიერ უკვე რამდენიმე კვირაა ალყაშია მოქცეული, თუმცა მას ჯერ ისევ უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. ბოლო ინფორმაციით, ქალაქში 10 000 მოქალაქე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

უკრაინელი მოხალისე იურა სოკოროვი ამბობს, რომ გამათბობელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაბალ ტემპერატურას დაავადებები და გრიპები მოჰყვება, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებისთვის, რომლებიც ისედაც სუსტად არიან. მისი თქმით, ქალაქში მედიკამენტებიც არ არის.

ქალაქი სლოვიანსკი ფრონტის ხაზიდან ცოტა მოშორებითაა, თუმცა ზამთრის აქაც ეშინიათ.  მოსახლეობას ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ლუდმილა აბრამენკოს ოჯახს, ისევე, როგორც სლოვიანსკის სხვა მცხოვრებთ,  მუნიციპალური სამსახური აძლევს შეშას,   რომელსაც გასათბობად იყენებენ.

ლუდმილაც, სხვების მსგავსად,  საჭმელს გარეთ  ამზადებს, მათ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. მოსახლეობა ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა, ასეთი რამ თუ მოხდებოდა.

17 სექტემბერს რუსულმა ძალებმა ქალაქის თბოელექტროსადგურზე მიიტანეს იერიში, რის გამოც 200 000 მოსახლე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. ქალაქის საავადმყოფოს დირექტორმა ვალენტინა გლუშენკომ შენობაში დაამონტაჟებინა 2 შეშის ღუმელი, რომლებსაც უკვე მომავალი კვირიდან გამოიყენებენ. მათ ზამთრის აღარ ეშინიათ და იმედი აქვთ, რუსები ამ ადგილს არ დაბომბავენ.

სლოვიანკსის მოსახლეობა კი იძულებულია, დაზიანებული შენობების ნანგრევებში ეძებოს შეშა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend