მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი სამხედროები ზამთრისთვის ემზადებიან

უკრაინელი სამხედროები ზამთრისთვის ემზადებიან

უკრაინაში, სამხრეთის ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი სამხედროებისთვის დრო ნელა გადის. ჯარისკაცები დღის უმეტეს ნაწილს მიწისქვეშ ატარებენ, სწორედ აქ იღებენ საკვებს, სძინავთ და უსმენენ მუსიკას, რათა რუსული არტილერიის ხმა ჩაახშონ.

“ეს სანგრები რუსი სამხედროების გათხრილია, ჩვენ ისინი აქედან გავყარეთ, ახლა კი უკან დაბრუნებას ცდილობენ“, – ამბობს უკრაინელი სამხედრო და ექიმი ევჰენი.

სანგრებს მიღმა, ფრონტის ხაზებთან კი, სადაც ადრე სიცოცხლით სავსე ქალაქები და სოფლები იყო, ახლა მხოლოდ ნანგრევებია. უკრაინელი სამხედროები შეტევის დაწყებას ელიან.

“კონტრშეტევის შესახებ წინასწარ მტერს არასოდეს უნდა აცნობო, როდესაც დრო მოვა, მივიღებთ ბრძანებას და შეტევაზე გადავალთ. როგორც წესი, ამ სახის ინფორმაციის გავრცელება მორალური განწყობის ამაღლებისთვის გამოიყენება“, – ამბობს არტემი, უკრაინული არმიის ბატალიონის მეთაური.

ფიზიკური საშიშროების გარდა უკრაინელი სამხედროები ემოციურადაც მძიმე წნეხის ქვეშ არიან. მათთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, რომ სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძვიან.

“ჩვენი მორალური განწყობა ომის პირველ დღეებთან შედარებით გაუმჯობესებულია, ომის დასაწყისში ბევრი მიწა დავკარგეთ და ყველანი მარცხს ველოდით, შემდეგ კი პირიქით, რუსების დამარცხების მოლოდინში ვიყავით, ამ ეტაპზე, უპირველეს ყოვლისა, ზამთრისთვის ვემზადებით“, – ამბობს უკრაინელი სამხედრო ვოლოდიმირი.

ფრონტის ხაზზე ვერცერთი მხარე ვერ მიიწევს წინ, უკრაინელი სამხედროების განწყობაზე კი ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე მომხდარი აფეთქებები კარგად მოქმედებს, რუსებს ხომ მათ მიერ დაპყრობილი ყირიმი ხელშეუხებელი ეგონათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend