მთავარიაზიაინდონეზიაინდონეზიაში დიდი ოცეულის ფორუმი დაიწყო

ინდონეზიაში დიდი ოცეულის ფორუმი დაიწყო

ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ დიდი ოცეულის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უმასპინძლა.

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების ლიდერთა წლევანდელი შეხვედრისას განხილვის მთავარი საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენცია და პანდემიის შედეგად დაზიანებული გლობალური ეკონომიკის გამოწვევებია.

დიდი ოცეულის წლევანდელ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, მან ფორუმის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მოსკოვზე ზეწოლის ზრდისკენ მოუწოდა.

„მოსკოვმა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და ჩვენ სახელმწიფო საზღვრებზე კონტროლი უნდა აღვადგინოთ, სწორედ ამ გზით დამყარდება მშვიდობა. ომის ყოველი დღე ახალ მსხვერპლს და მსოფლიოსთვის მეტ გამოწვევას ნიშნავს, გამოწვევას რომლის მიზეზითაც მთელი მსოფლიო ზარალდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც უკრაინის პრეზიდენტის მსგავსად, მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„კრემლმა საკვების ნაკლებობის და შიმშილის იარაღად გამოყენება გადაწყვიტა. კრემლის მიზანი სიღარიბისა და არეულობის შექმნაა, მათ შორის აქ აზიაშიც“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის გარდა დიდი ოცეულის წლევანდელ ფორუმზე ფინანსურ სტაბილურობასთან, წარმოების ციფრულ ტრანსფორმაციასთან და ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებსაც განიხილავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend