მთავარიევროპაუკრაინა„ამ ყველაფერს ჩვენი ბრძოლით მივაღწიეთ“- ზელენსკი რუსების უკან დახევას გამოეხმაურა

„ამ ყველაფერს ჩვენი ბრძოლით მივაღწიეთ“- ზელენსკი რუსების უკან დახევას გამოეხმაურა

რუსეთის მთავრობამ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. რუსეთი ქალაქს რვა თვის განმავლობაში აკონტროლებდა, თუმცა ახლა მისი დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ ხალხს მიმართავს და ურჩევს, რომ ახლა მათ ემოციების შეკავება მართებთ.

„მტერი საჩუქრებს არ გვიძღვნის, ის არ არის ჩვენ მიმართ კეთლაგანწყობილი. ამ ყველაფერს ჩვენივე ბრძოლით მივაღწიეთ. და როცა იბრძვი, მტერი წინააღმდეგობას გიწევს. ასეთ დროს ბევრი ჩვენი გმირი იღუპება. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად ვმოქმედებთ, ზედმეტი ემოციისა და რისკის გარეშე”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კი სოცილურ ქსელ ტვიტერზე დაწერა, რომ „მოქმედება სიტყვებზე ხმამაღლა საუბრობს“ და „ჯერჯერობით არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთი ხერსონიდან უბრძოლველად გავიდეს“.

გადაწყვეტილება მოსახლეობას რუსმა მაღალჩინოსნებმა სახელმწიფო ტელევიზიის საშუალებით გააცნეს. რუსეთში სავარაუდოდ ბევრი ამ ნაბიჯს დამარცხებად აღიქვამს. გადაწყვეტილების გამოცხადებისას პრეზიდენტი პუტინი არ გამოჩენილა.

რუსი სამხედროების განცხადებით, მათ ლოგისტიკური საკითხები ჰქონდათ მოსაგვარებელი და მხოლოდ ამიტომ დაიხიეს უკან. მათი ინფორმაციით, უკრაინელების შეტევების გამო ჯარის მომარაგება შეუძლებელი იყო.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუს სამხედროებს რეალური პრობლემები აქვთ, თუმცა უკრაინელები გააფრთხილა, რომ მათ მაინც სიფრთხილე მართებთ.

„გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ რუსეთსა და რუს სამხედროებს რეალური პრობლემები აქვთ. ახლა ზამთრის დაწყებამდე, ყველა მხარე თავისი პოზიციების გაძლიერებას შეძლებს. თუმცა ჯერ უცნობია, რამდენად მზად არის უკრაინა, იმისთვის, რომ რუსეთთან რამე სახის დათმობებზე წავიდეს”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

უკრაინელი სამხედროები ისევ ფრთხილად არიან, რადგან თვლიან, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკან დახევისას დიდი ალბათობით ნაღმები და სხვა ასაფეთქებელი საშუალებები დატოვეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend