მთავარისაქართველოოლაფ შოლცი: ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს კრიტერიუმების შესრულებაში

ოლაფ შოლცი: ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს კრიტერიუმების შესრულებაში

ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისათვის , – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოლაფ შოლცის განცხადებით, გარდა სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებების გატარებაში მხარდაჭერისა, გერმანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაშიც დაეხმარება.

„პირველ რიგში პოლიტიკური მხარდაჭერა გახლავთ მნიშვნელოვანი. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისათვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში ეს არის კანდიდატი ქვეყნების საქმე, რომ შეასრულონ ეს კრიტერიუმები, მაგრამ ჩვენგან საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისათვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნას განხორციელებული. გარდა ამისა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება, ბევრი სხვა სფერო არსებობს სამომავლო განვითარებისთვის, ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და ამაზე გვქონდა დღეს ჩვენ ლაპარაკი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend