მთავარი ევროპა უკრაინა ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ! - ვოლოდიმირ ზელენსკი

ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ! – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს ვიდეომიმართვით მიულოცა უკრაინის ღირსებისა და თავისუფლების დღე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს ვიდეომიმართვით მიულოცა უკრაინის ღირსებისა და თავისუფლების დღე. პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიომ დაინახა, რომ უკრაინელი ხალხი მზად არის იდგეს ბოლომდე, არ დაკარგოს ვაჟკაცობა და ღირსება, რადგან არ დაკარგოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და უკრაინა.

ღირსებისა და თავისუფლების დღეს უკრაინელები „დამოუკიდებლობის მაიდანზე“ შეიკრიბებიან. იქ, სადაც უკრაინის პრეზიდენტის თქმით ყოველთვის იყო დაცული ღირსება და თავისუფლება.

„ძვირფასო უკრაინის მოქალაქენო, დღეს ჩვენ ღირსებისა და თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ. დღეს, რომელიც აჩვენებს რომ ჩვენთვის ღირსებაც და თავისუფლებაც დღესასწაულია. ეს სიტყვები ზუსტად 1 წლის წინ ვთქვი, მაშინაც ამ ადგილას ვიდექი. რა შეიცვალა მას შემდეგ? ბევრი!!!! მაგრამ რაღაც უცვლელი დარჩა. ეს არის პასუხი კითხვაზე თუ ვინ არიან უკრაინელები და რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ღირსება და თავისუფლება არის ორი რამ, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ერთმანეთისგან განუყოფელი, ისევე როგორც დნეპრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო. განუყოფელი ისევე როგორც ლურჯი და ყვითელი ფერები ჩვენს დროშაზე. ღირსებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენს გენეტიკურ კოდშია ჩადებული. ყოველთვის გვახსოვს და ვიცით რა გვინდა და რა გვინდოდა. თუმცა ეს ახლა უკეთ დაინახეს ჩვენმა მეგობრებმა, მოკავშირეებმა, პარტნიორებმა და მტერმაც… ყველამ ნახა როგორი დამცველები ვართ და როგორ შეგვიძლია ვებრძოლოთ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიას და ყველამ დაინახა რომ გავხდით მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე არმია. უკრაინელებს არ სჩვევიათ დანებება, იმიტომ რომ აქვთ ღირსება და თავისუფლება!  შეიძლება ჩვენს ქუჩებში ბნელა. შეიძლება ჩვენს სახლებში ცივა. ბევრი ცვლილებაა, მაგრამ მათ ვერ შეცვალეს ყველაზე მთავარი. ღირსეულები უნდა ვიყოთ და არ უნდა დავნებდეთ. იმიტომ რომ უკრაინელებს არ სჩვევიათ დანებება, იმიტომ რომ ღირსება და თავისუფლება  აქვთ! ეს უცვლელი რჩება. ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ! – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა

უახლესი

სხვა ამბები

00:03:04

Send this to a friend