მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარირუსები ხერსონს ტოვებენ - "ევრონიუსის" კორესპონდენტი, საშა ვაკულინა

რუსები ხერსონს ტოვებენ – “ევრონიუსის” კორესპონდენტი, საშა ვაკულინა

  • საშა მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდი, არსებული ცნობებით რუსული საოკუპაციო ძალები ქალაქ ხერსონს ტოვებენ, ფრონტის ხაზებზე არსებული ვითარების შესახებ რომ გვითხრა
  • ხერსონის ფრონტის ხაზზე ვითარება უკვე რამდენიმე კვირაა რაც დაძაბულია, უკრაინულმა არმიამ ამ მიმართულებით შეტევა ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო და უკრაინული სამხედრო მეთაურობის წარმომადგენელთა განცხადებით ეს შეტევა დიდ ხანს გასტანდა, ახლა კი მოწმენი ვართ ამ შეტევის შედეგებისა, რუსულმა სამხედრო მეთაურობამ, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამხედრო ნაწილებს ქალაქისა და დნეპრის დასავლეთ ნაპირის დატოვების ბრძანება მისცა, ქალაქი ხერსონი ერთადერთი რეგიონული დედაქალაქია რომელიც ინტერვენციის დაწყების შემდეგ მალევე ოკუპანტების ხელში აღმოჩნდა, გამომდინარე აქედან ქალაქ ხერსონის ოკუპანტებისგან დაცლა უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.
  • რუსულმა მხარემ არაერთხელ დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობა და ოთხი უკრაინული რეგიონის ანექსია მოახდინა, რა დგას ამ უკანდახევის უკან?
  • მოსკოვში აცხადებენ რომ მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე რუსული ჯარების მომარაგება შეუძლებელი გახდა და რატომ მოხდა ეს, ამ გადაწყვეტილებას კავშირი აქვს ყირიმის ხიდთან, უკანონოდ აშენებულ ხიდთან რომელიც ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთის ტერიტორიასთან აკავშირებდა და რუსული ჯარების მომარაგების მნიშვნელოვან ხაზს წარმოადგენდა, დიდი როლი თამაშა თავად ხერსონის ოლქში არსებული ხიდების უკრაინული არმიის მიერ დაზიანებამაც, ამ დაზიანებული ხიდებით რეგიონში, დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე მყოფი რუსული ჯარების მომარაგება უკვე შეუძლებელი იყო და რათქმაუნდა თავისთავად დიდი როლი ითამაშა უკრაინული არმიის წარმატებულმა შეტევამაც რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
  • ჩვენ გვახსოვს რომ უკრაინული კონტრშეტევის დაწყებამდე კიევში აცხადებდნენ რომ ხერსონი ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო, რა სარგებელს მიიღებს უკრაინა ეკონომიკური თვალსაზრისით ხერსონიდან საოკუპაციო ჯარების გასვლით?
  • უკრაინის ყველა რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და სახელმწიფოს ეკონომიკისთვის, რაც შეეხება ხერსონს, ეს უკრაინის უკიდურესი სამხრეთია და ეს რეგიონი მიწათმოქმედების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რეგიონში ბევრი საწარმო იყო და ეს საწარმოები ვითარდებოდნენ, წლევანდელი მოსავლის აღებისას კი ხერსონის ოკუპაცია რათქმაუნდა დიდი ზიანის მომტანი იყო უკრაინული ეკონომიკისთვის, თავისთავად შავი ზღვის სანაპირო ზოლზე კონტროლის აღდგენაც უმნიშვნელოვანესია, ეს უკრაინისთვის დიდი ეკონომიკური სარგებლის მომტანია.
  • საშა დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend