მთავარიევროპაუკრაინაომის ერთი წელი: „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წელს გამარჯვება მოვიპოვოთ!“, აცხადებს ზელენსკი

ომის ერთი წელი: „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წელს გამარჯვება მოვიპოვოთ!“, აცხადებს ზელენსკი

ფართომასშტაბიანი ომის წლისთავზე მთავარი შედეგია – ჩვენ გავუძელით, მარცხი არ განვიცადეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წელს გამარჯვება მოვიპოვოთ! – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ცხრა წლის წინ მეზობელი აგრესორი გახდა, ხოლო ერთი წლის წინ აგრესორი ჯალათი, მაროდიორი და ტერორისტი გახდა.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ ისინი პასუხს აგებენ. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ გამარჯვება გველის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

მოსკოვში აცხადებდნენ, რომ კრემლის მიზანი უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია იყო.

რუსულმა არმიამ უკრაინას შეუტია ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან.

რუსი ჯარისკაცები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ სარაკეტო, საარტილერიო და სამხედრო საჰაერო ძალებით.

ომის საწყის ეტაპზე რუსული არმია დამარცხდა, დამარცხდა კიევის მისადგომებთან, ხარკივთან.

ხერსონი კი თავისუფალია.

მსოფლიო შეძრა რუსი სამხედროების მიერ ირპინსა და ბუჩაში ჩადენილმა დანაშაულმა.

სტრატეგიული წარუმატებლობის ფონზე რუსულმა არმიამ მაინც შეძლო, რამდენიმე უკრაინული რეგიონის დაპყრობა. უკრაინის მიწისთვის ბრძოლა გრძელდება.

უკრაინულმა არმიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ რუსი ოკუპანტების განდევნა შეუძლია.

უკვე ერთი წელია, რაც უკრაინა იბრძვის, უკრაინულ ქალაქებში ამბობენ, რომ მათ ვლადიმერ პუტინის არ ეშინიათ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend