მთავარიგადაცემებიGlobal Japanროგორ შეცვალა კობეს მიწისძვრამ ხანძართან ბრძოლის გზები

როგორ შეცვალა კობეს მიწისძვრამ ხანძართან ბრძოლის გზები

ყოველ წელს სტიქიური ხანძრები ანადგურებს სახლებსა და ბუნებას. მის აღსაკვეთად წინასწარი ზომების მიღება  უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენს რეპორტაჟში ვნახავთ ხანძარსაწინააღმდეგო ეკოლოგიურ ქაფს,  რომელიც საპნისგან მზადდება და შესაძლოა, გლობალურ დონეზე მდგომარეობა რადიკალურად შეცვალოს.

კობეს გაკვეთილი

სტიქიური ხანძარი მსოფლიოში მრავალგან მძვინვარებს ხოლმე. თუ გავითვალისწინებთ, რომ მომავალში უფრო მშრალ და ცხელ ამინდებს უნდა ველოდოთ, სავარაუდოდ, ხანძრებიც გახშირდება.

იაპონურ ქალაქ კიტაკიუსიუში მხოლოდ გასულ წელს 10 ხანძარი იყო. სწორედ აქ მოვიდა სახანძრო რაზმი ხანძარსაწინააღმდეგო ქაფით.    თავდაპირველად ამ გზით ქალაქ კობეში 1995 წელს გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ ალმოდებულ შენობებში ხანძრის ჩასაქრობად საჭირო წყლის რაოდენობის შემცირება სურდათ.

“ამ მიწისძვრის დროს ხანძარი ბევრ ადგილას გაჩნდა. არადა, ამ დროისთვის სახანძრო წყალსაქაჩები და ცისტერნები მიწისძვრის გამო მწყობრიდან იყო გამოსული და წყლის მიღება არ შეგვეძლო,“ – გვიხსნის  საკამოტო მასააკი, ქალაქ კიტაკიუსიუს საგანგებო სიტუაციების ბიუროს მენეჯერი.

ქალაქის უნივერსიტეტისა და საპნის მწარმოებელი კომპანიის დახმარებით სახანძრო სამსახურმა უნაკლო ქაფი შექმნა. ეს ქაფი ბუნებრივი საპნის წყალში გახსნით მიიღეს.

ეს  ხსნარი არ შეიცავს ქიმიურ ელემენტებს, ხრწნადია და წყლის წვეთის დაშლის შედეგად  ქაფდება.

საკამოტო მასააკი, ქალაქ კიტაკიუსიუს საგანგებო სიტუაციების ბიუროს მენეჯერი:

“როდესაც ხანძრის ჩამქრობი ელემენტი ირევა, წყლის წვეთი ვეღარ წარმოიქმნება და წებოვანი ხდება. ამიტომ სითხეს კარგად შთანთქავს როგორც ქსოვილი, ისე ხის მასალა.“

ამ საპნის ქარხანაში დამზადებული ქაფი ეფექტიანი აღმოჩნდა. ახლა მეცნიერები ფიქრობენ, როგორ გამოიყენონ ეს ქაფი სტიქიური ხანძრების ჩასაქრობად.

კიტაკიუსიუს უნივერსიტეტის  კვლევამ აჩვენა, რომ ეს ქაფი 266-ჯერ უვნებელია, ვიდრე მისი ალტერნატიული სინთეტიკური სითხეები.

„მონაცემები აჩვენებს, რომ წყლის მოხმარება ერთი-მეჩვიდმეტედზე ნაკლებიც შეიძლება იყოს. გარემოს დაცვის კუთხით კი ის გაცილებით უვნებელია თევზისთვის და წყლის ეკოსისტემისთვის, ვიდრე სინთეტიკური ჩამქრობი საშუალებები.

გარდა ამისა, ეს ქაფი სრულად იშლება გარემოში მიკროორგანიზმების მეშვეობით და არ რჩება ლექის სახით,“ – ამბობს დოქტორი კავაჰარა ტაკაიოსი, Shabondama Soap Company-ის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

“ხანძრებთან დაკავშირებით საერთაშორისო აკადემიური კონფერენციები მთელ მსოფლიოში  ეწყობა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ უნივერსიტეტის პროფესორებთან და ქალაქ კიტაკიუსიუს სახანძრო დეპარტამენტთან ერთად. ზოგიერი მათგანი დაინტერესდა ჩვენი ეკომეგობრული ხანძარსაწინააღმდეგო ნივთიერებით,“ – განუცხადა „ევრონიუსს“ Shabondama Soap Company-ის  პრეზიდენტმა მორიტა ჰაიატომ.

ტორფნარის დაცვა

ეს ქაფი უკვე აითვისეს ბორნეოს კუნძულზე, რომელიც ხშირი ტყეებისა და სანაოსნო არხების სამშობლოა… ტორფნარის ხანძრები აქ განსაკუთრებით დიდ პრობლემას ქმნის. ინდონეზიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალ ქაფზე მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარეს და უშუალოდ ხანძარზეც გამოსცადეს. გაირკვა, რომ ათი თვის შემდეგ იმ ადგილზე მცენარეულმა საფარმა ისევ დაიწყო აღდგენა.

როდესაც ტორფში ცეცხლი ჩნდება, ნაკვერჩხლები მიწისქვეშ დიდხანს აგრძელებს წვას და მავნე აირებს გამოყოფს. იაპონური საპნით დამზადებული ქაფი კი ნიადაგში ჩადის და ამ ნაკვერჩხლებს აქრობს. ეს არ იყო ხელმისაწვდომი ბორნეოში 2019 წელს, როდესცა ტყეში ხანძარი მართლა მძვინვარებდა.

პალანკარაიას უნივერსიტეტის ტროპიკული ტორფნარის მართვის ლაბორატორიის [CIMTROP Peatland Laboratory] საველე კოორდინატორმა  კიცო კუსინმა „ევრონიუსს“ განიცხადა:

“როდესაც გვეგონა, ცეცხლი ჩავაქრეთ, მეორე დღეს ისევ იფეთქა. საბედნიეროდ, იმ დროს საველე ცდების შემდეგ კიდევ გვქონდა დარჩენილი  Shabondama-ს საპნის მარაგი და ხანძრის ჩასაქრობად სწორედ ის გამოვიყენეთ.“

“მიუხედავად იმისა, რომ ცოტა  საპონი იყო დარჩენილი,  საკმაოდ ეფექტიანი გამოდგა  ხანძრის ჩასაქრობად.“

იაპონიაში კი ეკოლოგიაზე მზრუნველი კიტაკიუსიუ ახლა საკუთარი ქაფის გამოცდას ტაილანდში ჩიანგმაის პროვინციაში ფიქრობს.

სამომავლოდ უნივერსიტეტი და ინდუსტრია თანამშრომლობას გლობალურ დონეზე ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების მიზნით აპირებენ.

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ხანძარსაწინააღმდეგო ქაფით  CO2-ის გამონაბოლქვის მცირედით გაკონტროლებას შევძლებთ, რითაც დიდ წვლილს შევიტანთ კლიმატის ცვლილების  პრევენციიის თვალსაზრისით,“ – ამბობს არიტა იუიჩი, ქალაქ კიტაკიუსიუს გარემოს დაცვის ბიუროს დირექტორი.

 

ავტორი: დეიმონ ემბლინგი

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend