მთავარიევროპაუკრაინაომის საშიშროება და განწყობები კიევში

ომის საშიშროება და განწყობები კიევში

კიევში სამშობლოს ერთიანობისათვის დაცემული ჯარისკაცების მემორიალთან უკრაინელები ყოველდღე მიდიან, რომ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგონ.

უკრაინის დედაქალაქში შიშობენ, რომ ამ კედლებზე შესაძლოა კიდევ ბევრი ადამიანის სურათი მოხვდეს.

კიევის მკვიდრი ანდრეი ჩეკონოვსკი:

“ახლა ჩვენ მუდმივად თავდასხმის მოლოდინში ვართ, თუმცა, ამ შიშში უკვე რვა წელია გვიწევს ცხოვრება და სულ ველოდებოდით, ველოდებით, რომ ეს მომენტი დადგებოდა“, – ამბობს

კრისტინა ლუცენკო, კიევის მკვიდრი:

„ომის დაწყება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რასაც ვხედავთ და ვუყურებთ ვაცნობიერებთ, რომ კი, შეიძლება ყველაფერი მოხდეს, თუმცა შეუძლებელია პუტინის ქმედებების წინასწარ განჭვრეტა, ომი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს.“

მაქსიმ გალკინი, კიევის მკვიდრი:

„ნათელია,  რომ უკრაინა და მოკავშირე სახელმწიფოები თავდაცვისთვის მზად არიან, ვფიქრობ, მოსკოვში კარგად დაფიქრდებიან სანამ ომს დაიწყებენ, ვინაიდან მათ დასაკარგი ბევრი აქვთ“.

უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, რომ მოსახლეობამ სიმშვიდე შეინარჩუნოს. ქვეყნის პრეზიდენტი საზოგადოებას არწმუნებს, რომ უკრაინა ყველაფრისთვის მზადაა.

“სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, პანიკის საფუძველი არ არსებობს. უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღმოსავლეთ საზღვრებთან არსებული ვითარება განვიხილეთ. ვმუშაობთ კრიზისის განმუხტვისთვის. ინფორმაცია გვაქვს და ყველაფრისათვის მზად ვართ, იმედს ვიტოვებთ, რომ ომი არ დაიწყება და ამასთან ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა უსაფრთხოებისათვის“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

კიევში მოსახლეობას იმედი აქვს, რომ რუსეთთან კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი ომი აღარ დაიწყება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend