მთავარიმსოფლიოისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ ანტისემიტური განწყობები მთელ მსოფლიოში გაიზარდა

ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ ანტისემიტური განწყობები მთელ მსოფლიოში გაიზარდა

7 ოქტომბრის შემდეგ პარიზში 800-ზე მეტი ინციდენტი გამოვლინდა

პარიზში, სხვადასხვა შენობაზე, დაახლოებით 60 ადგილას ისრაელის დროშის სიმბოლო ექვსქიმიანი ვარსკვლავები გამოსახეს

თუმცა ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ საფრანგეთში ანტისემიტური მოძრაობა საგრძნობლადაა გაზრდილი.

7 ოქტომბრის შემდეგ პარიზში 800-ზე მეტი ინციდენტი გამოვლინდა

ფრანგმა პოლიტიკოსებმა შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი დახურვით დაემუქრა იმ ვებგვერდებს, რომლებზეც ტერორიზმს ადიდებენ და ხალხს ებრაელების ან ისრაელის სიძულვილისკენ მოუწოდებენ.

,,ცხადია, ეს მიუღებელია. ჩვენ იმ პლატფორმებს, რომლებმაც ეს ფოტოები გაავრცელეს, რამდენიმე საათს ვაძლევთ, რომ პოლიციის მოთხოვნა გაითვალისწინონ და ფოტოები წაშალონ”, – ამბობს ჟერალდ დარმანინი, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

ნიუ-იორკში გუბერნატორმა ქეით ჰოჩულმა უნივერსიტეტების კამპუსებსა და სასწავლებლებში ანტისემიტური ქმედებების გახშირების გამო შესაბამისი ზომები მიიღო.

,,მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ნიუ-იორკის თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს, თავი დაცულად იგრძნოს და სიმშვიდეში იცხოვროს“, -ამბობს ქეით ჰოჩული, ნიუ-იორკის გუბერნატორი.

,,ვწუხვართ თუ არა? რა თქმა უნდა! რაც კონფლიქტის პირველ 10 დღეში მოხდა, ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში არ მომხდარა’’, -ამბობს ისააკ ბენზაკენი, ებრაული თემების ფედერაციის პრეზიდენტი ესპანეთში.

ბოლო წლებში ღაზის სექტორში მიმდინარე დაპირისპირებებს შორის ისრაელ-ჰამასის ომი ყველაზე სასიკვდილო აღმოჩნდა. სწორედ ამან გამოიწვია პროტესტი მთელ მსოფლიოში და გააერთიანა ლიდერი სახელმწიფოები ამ ომის წინააღმდეგ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend