ისრაელის თავდაცვის ძალების შესაბამისი უწყების ჯარისკაცებმა “ჰამასის” მიერ გატაცებული ორი მძევლის დაბრუნება შეძლეს.
ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე პატარა დასახლებიდან ორი მძევლის უსაფრთხოდ დაბრუნება ისრაელელი მხარისთვის დიდი სიმბოლური ტრიუმფია.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ცნობით, ორი ისრაელელის გამოხსნას 50 პალესტინელის, მათ შორის არასრულწლოვანების სიცოცხლე შეეწირა.
Overnight in a daring operation in Gaza, Israeli security forces rescued 2 hostages:
Fernando Simon Marman (60) and Louis Har (70), who were kidnapped by Hamas terrorists on October 7th from Kibbutz Nir Yitzhak.
They are both in good medical condition and were transferred for… pic.twitter.com/bdctuK3MLE
— Israel Foreign Ministry (@IsraelMFA) February 12, 2024
ისრაელში კი ამ სამხედრო ოპერაციას განსხვავებული ემოციებით შეხვდნენ. “ჰამასის” ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩება ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე.
”გული მწყდება, რომ ჩვენი ხელისუფლება “ჰამასთან” მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს. პრიორიტეტი ჩვენი გატაცებული მოქალაქეების დაბრუნებას უნდა მიენიჭოს, ამ დროს კი პრემიერ-მინისტრს, მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრების დაბრუნებაზე ხელი აქვს ჩაქნეული და მხოლოდ საკუთარი სამხედრო ამბიციების დაკმაყოფილების უზრუნველყოფით არის დაკავებული. ჩვენ უკან არ დავიხევთ და ადრე თუ გვიან ვაიძულებთ მას, რომ სათანადო პოლიტიკა გაატაროს”, – ამბობს ტომ ბარკაი, „ჰამასის მიერ გატაცებულთა დაბრუნების ფორუმის“ წარმომადგენელი.
“ჰამასის” მიერ გატაცებული ისრაელის კიდევ ერთი მოქალაქის ოჯახის წევრი საუბრობს არსებულ ვითარებაზე. მისი თქმით, ერთი მხრივ, მას უხარია, რომ კიდევ ორი მძევალი გათავისუფლდა, მაგრამ მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტს დარდობს ტყვედ ჩარჩენილ საკუთარ ნათესავზე.
„ბევრი სხვადასხვა ემოცია მამოძრავებს, მიხარია როგორც დედას, როდესაც ვხედავ სხვისი შვილის თავისუფლებასა და ბედნიერებას. ამავე დროს, ძალიან მეშინია, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით ჩემი ქალიშვილი არ მოკლან და შური ასე იძიონ. ჩვენ გაუსაძლისი ტკივილი გვაქვს”, – ამბობს მეირავ ლეშემ გონენი, „ჰამასის“ მიერ გატაცებული მოქალაქის ოჯახის წევრი.
ისრაელის თავდაცვის ძალებსა და “ჰამასს” შორის შეტაკებები კი გრძელდება. საბრძოლო მოქმედებების სიმძიმის ცენტრი ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალური ნაწილებია. ბრძოლებია ქალაქ ღაზის აღმოსავლეთ მიდამოებში. ისრაელის თავდაცვის ძალების 35-ე ბრიგადა და 89-ე კომანდოს ბატალიონი ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქ ხან იუნისში იბრძვიან. შეტაკებებია დასავლეთ სანაპიროზეც, ლიბანში მოქმედმა “ჰეზბოლამ” კი ჩრდილოეთ ისრაელი კიდევ ერთხელ დაბომბა.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ისრაელს აკრიტიკებს: „ბევრი ადამიანი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც კი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გამოყენებული ძალა უკვე მეტისმეტად აჭარბებს სამხედრო საჭიროებას და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი უკვე კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს. ამ მოსაზრებას ეთანხმება ისრაელის მთავარი მოკავშირე სახელმწიფო და მისი პრეზიდენტი, მე ვაფრთხილებ ისრაელს, რომ ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”.
I echo the warning by several EU member states that an Israeli offensive on Rafah would lead to an unspeakable humanitarian catastrophe and grave tensions with Egypt.
Resuming negotiations to free hostages and suspend hostilities is the only way to avert a bloodshed.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) February 10, 2024
ისრაელის მიერ მიტანილ ბოლო სამხედრო საჰაერო იერიშს 16 პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა, 55 კი დაიჭრა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, საერთო ჯამში 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ 30 ათასზე მეტი პალესტინელია დაღუპული, 70 ათასამდე კი დაჭრილი.