მთავარი ევრონიუს ჯორჯიას სტუმარი ქართული საზოგადოების განწყობები - ინტერვიუ დასტინ გილბრეტთან

ქართული საზოგადოების განწყობები – ინტერვიუ დასტინ გილბრეტთან

ევრონიუს ჯორჯია” კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის საქართველოს კვლევების (CRRC) დირექტორის მოადგილეს დასტინ გილბრეტს ესაუბრა.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც საზოგადოების განწყობებს ასახავს – მათ შორის დასავლეთისადმი, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, ეთნიკური უმცირესობისადმი და უახლოესი წარსულის შესახებ ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას.

ევრონიუს ჯორჯია”:


საქართველო ანტი-დასავლური კამპანიის ერთ-ერთი სამიზნეა. რას გვეუბნება თქვენს მიერ ჩატარებული კვლევა საქართველოს მოქალაქეების განწყობებზე დასავლეთისადმი?

დასტინ გილბრეტი:

”როდესაც ჩვენ საზოგადოების დასავლეთისადმი განწყობებზე ვსაუბრობთ, წლების განმავლობაში ჩვენ მზარდი, დადებითი განწყობების მომსწრე ვართ. ამ კვლევამ ჩვენ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდა იმაზე, თუ რატომ აქვს ქართულ საზოგადოებას დასავლეთისადმი დადებითი განწყობა. ეს ჩემთვის კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი გახლდათ. ჩვენ ამ კითხვას მუდმივად ვსვამდით კავკასიის ბარომეტრზე.

რატომ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რატომ ვუჭერთ მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ამ კვლევაში კი ჩვენ დავსვით კითხვა: რატომ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მხოლოდ ცოტათი სახეცვლილი ფორმით.

ჩვენ ვიკითხეთ, თუ რა სარგებელს მიიღებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებით.

ჩვენ ვიკითხეთ განათლებაზე და თავისთავად ეკონომიკაზე, მაგრამ ასევე დემოკრატიულ ღირებულებებსა და უფლებებზე. ამ კვლევის შედეგებმა დაგვანახა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციას საზოგადოება მხარს უჭერს არა მარტო ეკონომიკური სარგებლის გამო, არამედ სხვა მიზეზებითაც. ეკონომიკურ სარგებელზე კი ყოველთვის პოპულარული პასუხი იყო ჩვენს კვლევებში.

გამოკითხულთა პასუხები გვაჩვენებს, რომ საზოგადოება დემოკრატიულ ღირებულებებს ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებს როგორც ეკონომიკურ სარგებელს.

შედეგები გაჩვენებს, რომ საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანებას ბევრი სხვადასხვა მიზეზით უჭერს მხარს. რაც რუსული პროპაგანდის პირისპირ საზოგადოებას უფრო დაცულს ხდის, რადგან ლტოლვა ევროპისაკენ არ არის მხოლოდ ერთი მიზეზით განპირობებული. რუსეთს გაუჭირდება საქართველოში საზოგადოების განწყობებზე გავლენის მოხდენა.“

“ევრონიუს ჯორჯია”:

საქართველოს დაახლოებით 500 ათასამდე მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, მათი წარმატებული ინტეგრაცია თანამედროვე საზოგადოების მშენებლობის ერთ-ერთი საფუძველია, რა განწყობა არის საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ?

დასტინ გილბრეტი:

„განწყობები ამ თვალსაზრისით საკმაოდ კომპლექსურია, კვლევამ აჩვენა როგორც დადებითი განწყობები ასევე ისეთი შედეგები, რომელიც გვაჩვენებს, რომ საზოგადოებაში ტოლერანტობის ნაკლებობაა. მაგალითად: მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ თუ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს სამთავრებო სტრუქტურებში მუშაობა სურს მან ქართული ენა უნდა იცოდეს.

გამოკითხულთაგან ბევრმა განაცხადა, რომ ისინი არჩევნებში ქართული ენის არ მცოდნე კანდიდატს მხარს არ დაუჭერდნენ.

მიუხედავად ამისა არის ტოლერანტული განწყობებიც.  საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ თვლის, რომ საქართველოს მოქალაქე აუცილებლად ეთნიკურად ქართველი უნდა იყოს, ეს კარგი ნიშანია მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც სხვაგვარად ფიქრობს.

კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ საქართველოს საზოგადოებას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს წინ რათა მიიღოს ეს ქვეყანა მთელი თავისი მრავალფეროვნებით”.

ევრონიუს ჯორჯია”:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა საქართველოში, რა მონაცემები მიიღეთ ამ თვალსაზრისით?

დასტინ გილბრეტი:

„ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევას არ გაუზომავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოპულარობა საზოგადოებაში, მაგრამ კვლევის შედეგები გვაძლევს შესაძლებლობას გავიგოთ საზოგადოების დამოკიდებულება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ.

საზოგადოების განწყობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ დადებითია. უდავოა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს საქართველოში.

თუ გავითვალისწინებთ სხვა მონაცემებსაც მაგალითად – კავკასიის ბარომეტრის კვლევას ვნახავთ, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ნდობა მცირდება.

ჩვენ ამ საკითხს კავკასიის ბარომეტის მეშვეობით 2008 წლიდან ვიკვლევთ, საზოგადოება ენდობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას, მაგრამ იმ ადამიანების რიცხვი ვინც ეკლესიას უპირობოდ ენდობა შემცირებულია.

ჩატარებული კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული იდენტობის დიდი ნაწილია. მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათი ოჯახების, ტრადიციების შემადგენელი ნაწილია.

ამავე დროს მსურს განვაცხადო, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყველა ინსტიტუტისადმი ნდობა საზოგადოებაში გაზრდილია. ამ ტენდენციას ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ. კრიზისის დროს საზოგადოების ნდობა ინსტიტუტებისადმი იზრდება, საზოგადოება ერთიანდება, ასეთ დინამიკას ჩვენ კავკასიის ბარომეტრის კვლევებშიც ვხედავთ. სხვა საკითხია თუკი რამდენად მოახერხებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მისდამი საზოგადოებაში გაზრდილი ნდობის შენარჩუნებას, ამას მომავალი წლები გვიჩვენებს.“

ევრონიუს ჯორჯია”:

წარსულის ჯანსაღად გააზრება უკეთესი მომავლის ერთ-ერთი საწინდარია, როგორ აფასებენ საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფოს უახლოეს წარსულს?

დასტინ გილბრეტი:

„ეს კითხვა ჩემს კოლეგას, ქეთი სართანიას უფრო ეკუთვნის. მან ამ საკითხზე საკმაოდ ვრცელი და კარგი ესსე შექმნა, ძალიან საინტერესო. როდესაც კვლევის ამ ნაწილის შედეგებს გავეცანი ჩემთვის ყველაზე საინტერესო სხვადასხვა ხელისუფლებების მიმართ საზოგადოების განწყობა იყო.

ჩვენ საზოგადოებას ვკითხეთ თუ რა იყო ამა თუ იმ ხელისუფლების ყველაზე დიდი წარმატება და ჩავარდა. პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციაზე საუბრისას მოსახლეობას ცოტა ჰქონდა სათქმელი წარმატებაზე, მაგრამ ბევრი – ჩავარდნაზე. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” მმართველობებს, კვლევის შედეგები მოსალოდნელი იყო. ქვეყანაში პოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა თქმით “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას წარმატება არ ჰქონია, რაც საკმაოდ მოულოდნელი და რადიკალური მიდგომაა.

მსგავსი განწყობებია “ნაციონალური მოძრაობისა” და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა შორის “ქართული ოცნების” ხელისუფლების საქმიანობის საუბრისას.  შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარსულის დაპირისპირება დღესაც აქტუალურია და საქართველოს საზოგადოების მიერ წასრულის შეფასება დიდ გავლენას ახდენს მის დღევანდელ პოლიტიკურ განწყობებზე.“

უახლესი

სხვა ამბები

დასტინ გილბრეტიდასტინ გილბრეტი