მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაჩეხეთში ფრინველის გრიპის აფეთქებაა

ჩეხეთში ფრინველის გრიპის აფეთქებაა

ჩეხეთში ქათმის გრიპის დადასტურების გამო 80 000 ქათამსა და მილიონამდე კვერცხს განადგურება ემუქრება. ვირუსით ბოლო ორ დღეში 8000-ზე მეტი ფრინველი დაიხოცა.  ვეტერინარების ინფორმაციით,  ეს ისტორიაში ფრინველთა ვირუსის ყველაზე დიდი ტალღაა. დაავადების  ქვეტიპი H5N1 , რომელიც პოტენციურად გადადის ადამიანზე, ჩეხეთში ერთ-ერთ ფერმაში 23 დეკემბერს დადასტურდა. ჩეხეთის რესპუბლიკის აგრარულმა პალატამ ზარალის ოდენობაც განსაზღვრა და ის დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს.

საფრანგეთმა, ბელგიამ, ნიდერლანდებმა და დიდმა ბრიტანეთმა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ფერმების მფლობელებსა და ფრინველთა გადამყვან კომპანიებს გამკაცრებული სანიტარიული ზომები დაუდგინეს. ფრინველის გრიპის გავრცელება საგანგაშო სიგნალია ფრინველთა ხორცისა და კვერცხის მწარმოებელი ფერმერებისთვის, რადგან წარსულში ამ ვირუსს ათობით მილიონი ფრინველის სიცოცხლე  ემსხვერპლა.

გრიპის გავრცელება ეპიდემიოლოგთა განსაკუთრებულ ყურადღებასაც იქცევს, რადგან შესაძლებელია, რომ ვირუსი ფრინველიდან ადამიანსაც გადაედოს. ჩინეთში უკვე დადასტურდა ადამიანის ფრინველის გრიპით ინფიცირების 21 შემთხვევა, რაც უკვე აღემატება 2020 წლის მონაცემებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend