კატეგორიები

“ვალენსიასა” და გიორგი მამარდაშვილის მარცხი “რეალ მადრიდთან”

“ვალენსიასა” და გიორგი მამარდაშვილის მარცხი “რეალ მადრიდთან”

ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტურში “ვალენსიამ” “რეალ მადრიდს” უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ზედიზედ მეხუთედ ითამაშა “ღამურების” ძირითად შემადგენლობაში.

შეხვედრა “რეალის” გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. 66-ე წუთზე ჰიუგო დურომ “ვალენსია” დააწინაურა, თუმცა მატჩის მიწურულს ვინისიუს ჯუნიორმა და კარიმ ბენზემამ “რეალს” 3 ქულა მოუტანეს. “რეალი” 13 ქულით პირველ ადგილზეა, “ვალენსიას” კი 10 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს.

22 სექტემბერს “ვალენსია” “სევილიას” ეწვევა, “რეალი” კი სანტიაგუ ბერნაბეუზე “მალიორკას” დაუპირისპირდება.

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია საფრანგეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია
სხვა ამბები