ლეგენდარული ფორვარდი, ტიერი ანრი სამწვრთნელო კარიერას ბელგიის ნაკრებში გააგრძელებს. 44 წლის სპეციალისტი რობერტო მარტინესის სამწვრთნელო შტაბში 2022 წლამდე იმუშავებს.
ანრი ბელგიის ნაკრების ასისტენტი მწვრთნელის როლს 2016-18 წლებში ასრულებდა, რის შემდეგაც “მონაკოსა” და “მონრეალ იპაქტის” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.
ბელგიის ნაკრები მიმდინარე სანაკრებო შესვენებაზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ესტონეთის, ჩეხეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ გამართავს.