თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ რუსეთი და უკრაინა ფსიქოლოგიურად მზად არიან ცეცხლის შესაწყვეტად, ყველა იმ ზომის მიღების შემდეგ, რაც ამ ხუთწლიანი ომის განმავლობაში იქნა გამოყენებული. ამის შესახებ ჰაკან ფიდანიმ კიევში ვიზიტიოსას განაცხადა, სადაც მის კოლეგას, ანდრიი სიბიჰას ხვდებოდა. მან ხაზი გაუსვა ანკარას სურვილს, ომი შავ ზღვაში არ გავრცელდეს, რადგან ამ აუზში მშვიდობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესად მიაჩნია.
„პორტების, ტანკერებისა და სათევზაო გემების სამიზნედ ქცევა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება არ არის ის, რისი გამართლებაც შეიძლება“- აღნიშნა მინისტრმა და მხარეებს გონივრულობის გამოჩენისკენ მოუწოდა.
„რა თქმა უნდა, ომში შესაძლებელი პრაქტიკულად ყველაფერი გაკეთებულია. ყველა საშუალების გამოყენების შემდეგ ვხედავთ, რომ მხარეები, გარკვეულ ეტაპზე, ფსიქოლოგიურადაც მზად არიან ცეცხლის შეწყვეტისთვის. როგორც ყოველთვის ამბობენ, განთიადთან ყველაზე ახლოს ის მომენტია, როდესაც ღამე ყველაზე ბნელია. გვინდა ვიფიქროთ, რომ ომში ამ დესტრუქციულ ეტაპამდე მისვლა, ღვთის ნებით, მოახლოებული მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნიშანია”-აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,ჰაკან ფიდანიმ.
თურქეთი დიდი ხანია ომის დიპლომატიური გზით გადაჭრას ადვოკატირებს, რის გამოც ომის მიმდინარეობისას არაერთხელ გამხდარა დაპირისპირებულ მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებების შეხვედრის ადგილი. დღეს საუბრები უკვე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე მიდგა, თუმცა ამ მხრივ ჯერ კვლავ ბუნდოვანებაა, იმ ფონზე როდესაც ვლადიმერ პუტინი შეხვედრას მოსკოვში იტხოვს, კიევში კი მას უმეორებენ,რომ შეხვედრის ადგილი აგრესორი ქვეყნის დედაქალაქი ვერ იქნება.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ ომის დასრულება. უკრაინას მშვიდობა სურს და ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით ყველა იმ სამშვიდობო ძალისხმევისადმი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, მათ შორის იმ პროცესების მიმართაც, რომლებშიც შეერთებული შტატები მონაწილეობს. ასევე ველით, რომ ევროპა ამ სამშვიდობო ძალისხმევაში ახალ როლს შეასრულებს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი ადგილი, სადაც ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შეიძლება გაიმართოს, თურქეთია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას და მადლობას ვუხდით თურქულ მხარეს მზადყოფნისთვის, აიღოს საკუთარ თავზე ასეთი მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზების მისია და უზრუნველყოს შესაბამისი პლატფორმა”-თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა,ანდრიი სიბიჰამ.
უკრაინაში ჩასულმა თურქმა მნისტრმა აღნიშნა, რომ თუქრეთი ახალ მიდგომებზე მუშაობს, ჩიხში შესული პროცესის გამოსაცოცხლებლად,რათა სტამოლის შეხვედრები განახლდდეს. ანკარაში კვლავაც თვლიან,რომ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის ყველა კომპონენტს უნდა ფარავდეს იქნება ეს მიწა, ცა თუ წყალი. საზღავო კომპონენტში ძლიერი როლის შესრულების ინტერესი თუქრეთს უკვე გამოთქმული აქვს.
