მთავარიCOVID-19პორტუგალიაში საყოველთაო კარანტინი 15 თებერვლამდე გახანგრძლივდა

პორტუგალიაში საყოველთაო კარანტინი 15 თებერვლამდე გახანგრძლივდა

პორტუგალია მსოფლიოში პანდემითმ ძიმედ დაზარალებული ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. ბოლო 24 საათში პორტუგალიაში „კოვიდ-19“ 16 432 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 303 ინფიცირებული.

პორტუგალიის ხელისუფლებამ დახმარებისათვის სხვა ქვეყნებს მიმართა, რომ კოვიდპაციენტები თავიანთ კლინიკებში გადაეყვანათ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პორტუგალიის მთავრობის გადაწყვეტილებით 15 თებერვლამდე გაგრძელდება საყოველთაო კარანტინი, იკრძალება მოგზაურობა  და იგეგმება მეზობელ ესპანეთთან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში საზღვრის ჩაკეტვა.

 

 

,,ხელისუფლება სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში მიიღებს ზომებს, რომ შეზღუდოს ქვეყნის მოსახლეობის საზღვარგარეთ გამგზავრება მომავალი 15 დღის განმავლობაში. ამით დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს და შევანელებთ ვირუსის გავრცელების პროცესს’’ – განაცხადა პორტუგალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ედუარდო კაბრიტამ.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend