კატეგორიები

„გლოვოს“ კურიერებმა სამუშაო პირობები გააპროტესტეს

„გლოვოს“ კურიერებმა სამუშაო პირობები გააპროტესტეს

მიტანის სერვისის ერთ-ერთი კომპანიის ათობით კურიერმა დღეს თბილისში, სამუშაო პირობები გააპროტესტა. მოგვიანებით კი შეთანხმება კომპანია ,,გლოვოსა” და პროტესტის მონაწილე კურიერებს შორის ანაზღაურებასთან დაკავშირებით შედგა. ,,გლოვოს” კურიერები დღევანდელ აქციაზე მომსახურების ტარიფების გაზრდას, ობიექტებზე ლოდინის დროის შემცირებასა და ბონუსების სისტემის შეცვლას ითხოვდნენ. მათივე თქმით, აპლიკაცია მანძილს ზუსტად არ თვლის და ტარიფს სწორად არ ადგენს, რის გამოც მათი შემოსავალი მცირდება, ხოლო ცუდ ამინდში მომსახურების დანამატს ხშირად ვერ იღებენ. სანამ შეთახმება შედგებოდა- აქციას კომპანია წერილობით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად კურიერებისგან კონკრეტულ მოთხოვნებს ელოდა.

გლოვო პროტესტი გლოვო პროტესტი

ავტორი: ანა ალელიშვილი
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის განცხადებით კიმ ჩენ ინი მას ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ევროკავშირი შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების შეთავაზებას გეგმავს
სხვა ამბები