უკრაინაში რუსი სამხედროების თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაიჭრა.
ხარკივის გუბერნატორი აცხადებს, რომ „შაჰედის“ ტიპის დრონების გამოყენებით, ქალაქში 15 აფეთქება მოხდა, დაიღუპა ერთი ადამიანი, შვიდი კი დაიჭრა. დრონების შეჯახების შედეგად რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი, დაზიანდა არაერთი ბიზნესი და ბენზინგასამართი სადგური.
რუსებმა დრონებით იერიში მიიტანეს დნიპროზე, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა. რეგიონულ ცენტრში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, მაღალსართულიანი კორპუსი და ადმინისტრაციული შენობები.
რუსები ასევე თავს დაესხნენ უკრაინის დონეცკის რეგიონის ქალაქ კრამატორსკს. დრონი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის 11 წლის გოგო, თავდასხმები იყო ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონებშიც. არიან დაშავებულები.