მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი: „ჩინეთი რუსეთს აწვდის იარაღს"

ზელენსკი: „ჩინეთი რუსეთს აწვდის იარაღს”

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მათ აქვთ ფაქტები, რომ ჩინეთი აწვდის იარაღს რუსეთის ფედერაციას.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურიდან, დაზვერვიდან, ტყვია-წამლის, არტილერიის შესახებ”, – განმარტავს ზელენსკი.

მისივე თქმით, ომის დროს ის ესაუბრა ჩინეთის ლიდერს და მიიღო პირობა, რომ ასე არ მოხდებოდა, თუმცა, „ახლა ჩვენ ვხედავთ განსხვავებულ ინფორმაციას. ყოველ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვაქვს ფაქტები ჩინეთისა და რუსეთის ამ თანამშრომლობის შესახებ და ეს ცუდი ფაქტებია”.

ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისას კვლავ მიუღებელია უკრაინის ტერიტორიების დათმობა.

„ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას, უკრაინის მიწებს, როგორც რუსეთის მიწებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend