ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტი მცირეწლოვანი მგზავრობდეს უსაფრთხოდ სამგზავრო სავარძლის გამოყენებით. Your Car Seat-ის დამფუძნებლები ამ მიმართულებით მშობლებს ინფორმაციასა და რჩევებს უზიარებენ. დაარსებიდან დღემდე მათ კონსულტაცია გაუწიეს 10 000-ზე მეტ მშობელს.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საზოგადოებრივი ორგანიზაცია your car seat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლანა გიორგაძემ ისაუბრა.