კატეგორიები

შალვა პაპუაშვილი: „ომს ორი დამარცხებული ჰყავს“ – უკრაინა და ევროკავშირი

შალვა პაპუაშვილი: „ომს ორი დამარცხებული ჰყავს“ – უკრაინა და ევროკავშირი
„ჯერ შეუძლებელია თქვა, ვინმე თუ იქნება ამ ომის გამარჯვებული, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული – უკრაინა და ევროკავშირი“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, უკრაინას ახლა საკუთარი ტერიტორიების დე-ფაქტო აღიარებაზე გადაწყვეტილების მიღება უწევს, ხოლო ევროკავშირს „უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის ტვირთი საკუთარ მხრებზე აკიდეს.“

დღეს გამართულ ბრიფინგზე, შალვა პაპუაშვილმა თქვა ისიც, რომ „ნატოს გაფართოების გამო დაწყებული ომის ბოლოს“ უკრაინას და სხვებს ეუბნებიან, რომ ნატო არ გაფართოვდება და რომ ეს არც არასდროს იგეგმებოდა.

 

„ჯერ შეუძლებელია თქვა ვინმე თუ იქნება ამ ომის გამარჯვებული, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება თქვა, რომ ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული. უკრაინა და ევროკავშირი.უკრაინა, რომელსაც ახლა გადაწყვეტილების მიღება უწევს საკუთარი ტერიტორიების დაკარგვის დე-ფაქტო აღიარებაზე, რომელმაც ასობით ათასი საკუთარი მოქალაქე დაკარგა ამ 4 წლის განმავლობაში, დაღვარა სისხლი, დაანგრია ეკონომიკა. მეორე – ევროკავშირი, რომელსაც უკრაინის ფინანსური დახმარების და უკრაინის სამხედრო დახმარების ფინანსური უზრუნველყოფის ტვირთი ახლა საკუთარ მხრებზე აკიდეს. ამ ყველაფრისთვის, წუხანდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირი სესხს იღებს“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები