საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა დანიის თავმჯდომარეობით, ევროკავშირის საბჭოს მიერ 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ შეფასებას საქართველოსთან დაკავშირებით, ამავე დღეს ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და 18 დეკემბერს ბრიუსელში ევრობლოკის ლიდერების შეხვედრას.
ამ შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც განიხილება.
შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ბრიუსელში მიმდინარე პროცესები რეალობას არის აცდენილი, ხოლო ევროპა – „ცივილიზაციურ უფსკრულში მიექანება“:
„დისკუსიის ნაცვლად – ზიზღი, ფაქტების ნაცვლად – ტყუილი, პასუხისმგებლობის ნაცვლად – ცივილიზაციურად აღმატებულის პოზა. ეს ის ევროპა აღარ არის, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ…“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ბოლო თვეების განმავლობაში ბრიუსელი საქართველოში რევოლუციურ პროცესებს უწყობდა ხელს.
