მთავარისაქართველომიხეილ ყაველაშვილი სერბეთში იმყოფება

მიხეილ ყაველაშვილი სერბეთში იმყოფება

მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონსა და ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად სერბეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ბელგრადის „ნიკოლა ტესლას“ საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ადმინისტრაციის ცნობითვე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართება „სერბეთის სასახლეში“, სადაც მას სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი უმასპინძლებს. დაგეგმილია როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ვიზიტის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს სერბეთის პრემიერ-მინისტრ ჯურო მატუცისა და სერბეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩთან.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი და გურამ მაჭარაშვილი, ასევე სერბეთში საქართველოს ელჩი ლევან ბერიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend