მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთი Erasmus-ის გაცვლით პროგრამას უბრუნდება

დიდი ბრიტანეთი Erasmus-ის გაცვლით პროგრამას უბრუნდება

დიდი ბრიტანეთი Erasmus-ის სტუდენტურ გაცვლით პროგრამას უბრუნდება. 2021 წელს, ევროკავშირის დატოვების მიუხედავად, ლონდონსა და ბრიუსელს შორის წარმოებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერასმუსის საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში არსებული უნივერსიტეტებიც შეხვდებათ, ევროპულ უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლას შეძლებენ თავად ბრიტანელი სტუდენტებიც.

როგორც ბრიტანეთის მთავრობაში აღნიშნავენ, ცვლილებები 2027-2028 წლის აკადემიური წლიდან ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც 100 000 ბრიტანელ სტუდენტს ევროპაში განათლების მიღება შეეძლება. ეს ყველაფერი დიდი ბრიტანეთის პოლიტიკის შედეგია, რომელიც ევროპასთან მეტ დაახლოებას გულისხმობს.

ამ პროცესის ფარგლებში ბრიუსელსა და ლონდონს შორის მოლაპარაკებები წარიმართა, შეთანხმდა ფინანსური დეტალები და აკადემიური არეალი. გადაწყვეტილებას მიესალმნენ აკადემიურ სივრცეშიც, რადგან თვლიან, რომ ეს სტუდენტებისთვის ფანტასტიკური შესაძლებლობაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend