კატეგორიები

რიო დე ჟანეიროში პატარა პაციენტებს სანტა კლაუსი ეწვია

რიო დე ჟანეიროში პატარა პაციენტებს სანტა კლაუსი ეწვია
რიო დე ჟანეიროს საავადმყოფოს პატარა პაციენტებს განსაკუთრებული სტუმარი – სანტა კლაუსი ეწვია. კლინიკასი სამკურნალოდ მყოფ ბავშვებს სანტა-კლაუსმა საჩუქრები დაურიგა და მათ სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნა.

სანტას ვიზიტი მუნიციპალურ საავადმყოფოში ყოველწლიური ტრადიციაა, რომლის მიზანია სადღესასწაულო პერიოდში საავადმყოფოში მყოფი მშობლებისა და ბავშვებისთვის ცოტაოდენი სიხარულის მოტანა.

სანტა ძირითადად პედიატრიულ განყოფილებებს სტუმრობდა, სადაც პაციენტების უმეტესობა სახელმწიფო საავადმყოფოში სამკურნალოდ მყოფი ბავშვები იყვნენ.

საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვანია პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის ემოციური სტრესის შესამცირებლად, ასევე ჰოსპიტალიზაციის დროს სტრესულ გარემოში პატარების გასახარებლად.

Related news
ბრაზილიის მინას-ჟერაისის შტატში, წყალდიდობის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა რიო დე ჟანეიროში პატარა პაციენტებს სანტა კლაუსი ეწვია
სხვა ამბები