ევროკავშირის პროექტი, სახელწოდებით „საცხოვრისი პირველი“ (Housing First ), ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბრნოში უსახლკარო მოქალაქეებს ეხმარება, ისევ იპოვონ თბილი კერა და ცხოვრება თავიდან დაიწყონ.
ქალაქ ბრნოში, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქია, უსახლკაროებს ბინასა და პერსონალურ მფარველობას სთავაზობენ.
ხელმისაწვდომი საცხოვრისის პოვნა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სულ უფრო მეტად უჭირთ მთელ ევროპაში. ჩეხეთის რესპუბლიკაში სოციალური საცხოვრისის ინიციატივა მოსახლეობას ცხოვრების თავიდან დაწყების შანსს აძლევს, რადგან უსახლკაროებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს.
59 წლის მიროსლავმა ათ წელზე მეტი იცხოვრა ქუჩაში. უმუშევრობა, სიღარიბე, ოჯახთან განშორება და შერყეული ჯანმრთელობა კიდევ უფრო ამძიმებდა მის ბრძოლას არსებობისთვის. მაგრამ სოციალური სამსახურის მუშაკებთან შეხვედრის შემდეგ მიროსლავმა ბოლოს და ბოლოს მიიღო ის, რისკენაც ასე ისწრაფოდა – საკუთარი ჭერი.
მიროსლავი იმ 20 ბენეფიციარს შორის არის, რომლებსაც პროექტი Housing First-ი უწევს დახმარებას. ეს პროექტი 2023 წლის იანვარში დაიწყო და 2025 წლის სექტემბერში დასრულდა და ის ძირითადად „ევროპულმა სოციალურმა ფონდმა პლუსმა“ (European Social Fund+) დააფინანსა.
ეს პროექტი სოციალურად დაუცველი ადამიანის საცხოვრებელი ფართით უზურნველყოფასთან ერთად სოციალურ მუშაკის ზედამხედველობასაც მოიცავს, თუ როგორ მოუაროს ჯანმთელობას, როგორ დასაქმდეს და აღადგინოს კავშირი ოჯახთან. ადგილობირვი სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ სტაბილური საცხოვრებელი აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანი ფეხზე დადგეს, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, შეინარჩუნოს ღირსება და ჰქონდეს წინსვლის საშუალება.
ავტორი: ბრაიან კარტერი

